მანქანების გაქირავება საქართველოში DW Auto-სთან ერთად

იმოგზაურეთ თავისუფლად და თავდაჯერებულად ჩვენთან ერთად

DW Auto — ეს არ არის მხოლოდ მანქანის გაქირავება, არამედ მოწვევა, რომ აღმოაჩინო საქართველო კომფორტითა და თავდაჯერებულობით. ჩვენი გუნდი აფასებს გზას, ბუნებასა და გადაადგილების თავისუფლებას.ჩვენ თვითონ ვართ შეყვარებული ამ ქვეყანაზე, ვიცით მისი მარშრუტები დეტალურად და გულწრფელად გვინდა, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი.

ჩვენი ავტოპარკი მოიცავს 100-ზე მეტ, ყურადღებით შერჩეულ ავტომობილს — ეკონომიური ქალაქის მანქანის მოდელებიდან დაწყებული დიდი სივრცის მქონე მინივენებამდე, მძლავრი ჯიპები და ელეგანტური კაბრიოლეტები. ჩვენ გთავაზობთ ავტომობილებს ნებისმიერი მარშრუტისა და განწყობისთვის: იქნება ეს მშვიდი დასვენება ზღვაზე თუ თავგადასავალი მთების სირთულეების გადასალახად.

ყოველი ავტომობილი გადის მკაცრ ტექნიკურ შემოწმებას და მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აირჩიოთ ოცნების მანქანა და გაემგზავროთ.

Фон — факты о DW Auto

DW Auto ციფრებში

ფაქტები, რომელიც ასახავს ჩვენს სანდოობას და მომხმარებლებზე ზრუნვას

ავტომობილის სიმბოლო

120+

ავტომობილი ავტოპარკში

გულის სიმბოლო

500+

კმაყოფილი მომხმარებლები

მხარდაჭერის სიმბოლო

24/7

მომხმარებელთა მხარდაჭერა

საათის სიმბოლო

150+

მარშრუტები მთელი საქართველოს მასშტაბით

ჩვენი პრინციპები

ის, რაც ხდის DW Auto-ს თქვენს სანდო პარტნიორს

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეყრდნობა ჩვენი სამართლიანობის, ზრუნვისა და მაღალი ხარისხის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ მანქანის ქირაობა უნდა იყოს მარტივი და გასაგები, ყოველგვარი დაფარული გადასახადების, რთული პირობებისა და უსიამოვნო მოულოდნელობების გარეშე.

ქირის თანხა ყოველთვის მოიცავს სრულ დაზღვევას, შეუზღუდავ გარბენს და 24/7 მხარდაჭერას რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე. თქვენი მშვიდად ყოფნა ჩვენი პრიორიტეტია.

DW Auto-ს ყოველი ავტომობილი მოდის თქვენთან სუფთა, მოვლილ მდგომარეობაში, სრულად მზადყოფნაში გამგზავრებისთვის. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვზრუნავთ ყველა ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე და რეგულარულად ვაახლებთ ავტოპარკს, რათა ყოველი კილომეტრის გავლისას იგრძნოთ კომფორტი და უსაფრთხოება.

როგორ ვმუშაობთ

კომფორტული სერვისი პირველი განაცხადიდან ბოლო მილამდე

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ მანქანის ქირაობა საქართველოში თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ყოფილიყო. ჯავშნის გაფორმება შეიძლება რამდენიმე წუთში საიტის, ან ზარის საშუალებით. არანაირი ზედმეტი დოკუმენტები და ფორმალობა- მხოლოდ პასპორტი და მართვის მოწმობა.

ჩვენ მოგვყავს ავტომობილი იქ, სადაც გსურთ: აეროპორტში ჩამოფრენისას, თქვენს სასტუმროსთან, სახლთან ან ოფისთან. DW Auto — ეს არის სერვისი, რომელიც მიყვება თქვენს მარშრუტს და არ გკარნახობთ თავის პირობებს.

გჭირდებათ ავტომობილი მძღოლით, მანქანა ქორწილისთვის ან სპეციალური აღჭურვილობა მოგზაურობისთვის?თქვენ იპოვით ბავშვის სავარძლებს, ნავიგატორებს, Wi-Fi როუტერს, ზამთრის კომპლექტაციას და სხვა საჭირო ნივთებს. ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ,რათა თქვენი მოგზაურობა იყოს მარტივი, ლამაზი და დაუვიწყარი.

ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ ჩვენ გავაერთიანეთ ყველაზე პოპულარული კითხვები, რომლებსაც სვამენ ავტომობილის ქირაობამდეDWAuto-ში.

მანქანის ქირაობისთვის თქვენ დაგჭირდებათ მოქმედი მართვის მოწმობა და პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოში საკმარისია ჩვეულებრივი მართვის მოწმობა. საერთაშორისო მართვის მოწმობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ ჩვენს საიტზე ან პირადად ერთ-ერთ ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მანქანის გაყვანისას საჭიროა წარადგინოთ პასპორტი და მართვის მოწმობა.

ქირაობისთვის ძირითადი ქალაქებია: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. ჩვენ ასევე გაძლევთ შესაძლებლობას აიყვანოთ მანქანა აეროპორტში ჩამოფრენისთანავე.

დიახ, ყველა მანქანა დაზღვეულია. ფასი უვე მოიცავს დაზღვევას და არ საჭიროებს დამატებით გადასახადს.

დიახ, დეპოზიტი აუცილებელია. ის ფარავს ყველა შესაძლო დაზიანებასა თუ ჯარიმას. თუ ავტომობილი ბრუნდება დაზიანებისა და ჯარიმების გარეშე, დეპოზიტი სრულად გიბრუნდებათ.

საშუალოდ დეპოზიტის ოდენობა შეადგენს 100 ამერიკულ დოლარს (ან ექვივალენტს ლარში). ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია ავტომობილის კლასზე და იქნება მითითებული ავტომობილის ქირაობისას.

ჩვენ გთავაზობთ GPS-ნავიგატორების, საბავშვოსავარძლების, პორტატული Wi-Fi-ს ქირაობას, ასევე სხვადასხვა თემატურ პაკეტებს: ზამთრის კომპლექტაცია, ზაფხულის ნაკრები პიკნიკისთვის, აღჭურვილობას კემპინგისთვის და სხვა.

დიახ, ნებისმიერი ავტომობილისთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ პროფესიონალი მძღოლის მომსახურება. გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ ჯავშნის მიღებისას, რათა გაგიმზადოთ შეთავაზება.

მთიან რეგიონებში ზაფხულის პერიოდში მოგზაურობისთვის მიზანშეწონილია სრულ ამძრავიანი ავტომობილების გამოყენება, რომელთა ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6 ლიტრს შეადგენს. ზამთრის მარშრუტების დაგეგმვისას რეკომენდებულია მაღალი სიმძლავრის სრულ ამძრავიანი კროსოვერების არჩევა.

დიახ, ჩვენ ვახორციელებთ ტრანსფერებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებიდან, ასევე ტრანსფერებს ქალაქებს შორის. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ტრანსფერი მსუბუქი ავტომობილით, მინივენით ან ჯიპით.

მომხმარებლების შეფასებები DW AUTO-ს ავტომობილის ქირაობის შესახებ

ჩვენი მომხმარებლების რეალური შეფასებები Google Maps-ზე